saqarTvelos qedebi - xarulis qedi
ქედი კავკასიონის სამხრეთი ტოტი. გამოეყოფა მაღრან-დვალეთის კავკასიონის მთავარ ქედს მწვერვალ ლაღზწითთან. თითქმის მერიდიანული მიმართულებისაა. არის ერთი მხრივ, მდინარეების დიდი ლიახვისა და პატარა ლიახვის, მეჯუდისა და ლეხურის, მეორე მხრივ, მდინარეების არაგვისა და ქსნის წყალგამყოფი. ბოლოვდება ზებეყურის მასივით.
ხარულის ქედის თხემზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ განლაგებულია მწვერვალები : ყელი (3628), ქნოღო (3284 მ), გალავდური (3230 მ), წითელი ხატი (3026 მ), ძირისი (2594 მ), ცხრაწყარო (2347 მ), მთაწმინდა (2276 მ), ზებეყური (2118 მ). აგებულია იურული, ცარცული და პალეოგენური, უმთავრესად ტერიგენული ქანებით. ქედის ჩრდილოეთ, 3000 მეტრზე მაღალ მონაკვეთზე არის ძველი გამყინვარების ნიშნები.
ქედის თხემის უმეტესი ნაწილი ალპურ სარტყელშია და მდელოს ბალახეულით არის შემოსილი, კალთები ტყიანია.